ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე 2022-2023 ს/წ შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციისათვის დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 10 ოქტომბრიდან 2022 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.
ამავე ვადაში, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა საკონფერენციო ნაშრომი უნდა ატვირთოს “E-Learning”-ის სასწავლო ბაზაში, პროგრამა “Turnitin”-ის გამოყენებით პლაგიატზე შემდგომი შემოწმების მიზნით (იხ. “Turnitin”-ის პროგრამის გამოყენების ვიდეოგაკვეთილი და ნაშრომის Turnitin-ზე შემოწმების სახელმძღვანელო სტუდენტებისათვის. შენიშვნა: ორ სხვადასხვა სექციაში მოხსენების წარმოდგენის შემთხვევაში, ერთ-ერთი ნაშრომი უნდა აიტვირთოს „საბოლოო ვერსიაში“, ხოლო მეორე კი „საბოლოო ვერსია (Copy)-ში“.
კონფერენციის ჩატარება იგეგმება დეკემბრის თვეში.
დეტალური ინფორმაციისათვის იხ. სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების წესის შესახებ რეგლამენტი
თსუ იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახური
საკონტაქტო ელფოსტა: lawconference@tsu.ge